პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოზურგეთის მერიამ, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან ერთად ნარჩენების სეპარაციასა და მართვაზე ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო - ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
„გვსურს შევამციროთ გარემოს დაბიძნურება და ჩვენს მუნიციპალიტეტშიც დავნერგოთ ევროპული კულტურა. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადასვლას, კერძოდ პლასტიკის ბოთლების განცალკევებულად შეგროვებას. ამისთვის მოეწყო სათანადო ინფრასტრუქტურა და ქალაქ ოზურგეთში, ურეკსა და შეკვეთილში განთავსდება 100 ცალი სპეციალური კონტეინერი. მუნიციპალური მომსახურების ცენტრში მონტაჟდება საპრესი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც მოხდება პლასტიკის ბრიკეტირება, რაც სეპარირებული შეგროვების სქემის ხარჯთეფექტურობას უზრუნველყოფს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიწყებთ ნარჩენების შეგროვების სერვისის გაფართოებას მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდება 300-ზე მეტი ნაგავშემკრები კონტეინერის შეძენა და განთავსება იმ ტერიტორიებზე, სადაც აქამდე არ ყოფილა და ამის საჭიროება არსებობს, ხოლო სოფლებში, სადაც რთული რელიეფია, მოხდება მომსახურების პერიოდული მიწოდება ე.წ. ზარის პრინციპით, წინასწარ განსაზღვრული და მოსახლეობასთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. სათანადო ტექნიკა მუნიციპალიტეტს უკვე გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ და მომსახურების ცენტრს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოეყო საჭირო დაფინანსება ამ ტექნიკის მართვისთვის,“- აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.