სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1730834133
3 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მრავალშვილიან დედებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დედის დღე მიულოცეს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ იმ მრავალშვილიან 83 დედას, რომლებსაც 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მერიისგან საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადაეცათ.
მრავალშვილიანი დედები ოჯახებში პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით ტაბატაძემ და ჰამბარცუმ ბაბოიანმა,სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ინა კაპანაძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალციხის ახალგაზრუდული საბჭოს წარმომადგენლებმა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის და ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს და გაზაფხულის დღესასწაულებს!