პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად წარმატებით მიმდინარეობს ინოვაციური პროექტი „Street Art-ი ოზურგეთისთვის - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, წარმატებით მიდის ჩვენი ინოვაციური პროექტი „Street Art-ი ოზურგეთისთვის“.
ქალაქში უკვე რესტავრაცია ჩავუტარეთ და მოვაწესრიგეთ ძველი შენობების ფასადები, ხოლო კედლები თემატური გრაფიკული ნახატებით დამშვენდა. ასეთი ნამუშევრები მერიის დაკვეთით შესრულდა მრავალბინიანი კორპუსების ფასადებზე - მერაბ კოსტავას ქუჩის N129, დავით აღმაშენებლის N4, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N8, ვიქტორ დოლიძის ქუჩა N7, ასევე, N4 საჯარო სკოლის ფასადი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე არსებული კედელი, აპოლონ წულაძის ქუჩა N7 და სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ ინიციატივას საზოგადოების პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. პროექტი რასაკვირველია გაგრძელდება“- განაცხადა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.