ოზი ოსბორნი გარდაიცვალა - გამოსამშვიდობებელი კონცერტიდან მხოლოდ 2 კვირა იცოცხლა
1753208224
სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, ასევე მობილიზებულია მერია და ყველა შესაბამისი სამსახური. შექმნილ ვითარებას და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და მისი მოადგილეები.„დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს და ყველა სახის დახმარებას გაუწევს“, - განაცხადა გოჩა ქიმაძემ.მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შეისწავლის. გეოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე იმყოფება გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი.