დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოთა მირიანაშვილის გარდაცვალების გამო.
შოთა მირიანაშვილი იყო გამორჩეული ქართველი მთამსვლელი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული მთამსვლელობის განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა. მისი განუზომელი ღვაწლი, თავდადება და პროფესიული საქმიანობა ფასდაუდებელი წვლილია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის და მისი სახელი ღირსეულად დაიმკვიდრებს ადგილს ქართული მთამსვლელობის ისტორიაში.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებსა და მთამსვლელთა მთელ საზოგადოებას ამ მძიმე დანაკარგს. მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ქართული მთამსვლელობის ისტორიაში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.