პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ქ.ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ტურისტული სეზონის მოლოდინებზე. ღონისძიებაზე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით პრეზენტაცია ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო ლაზიშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
„ჩვენი მიზანია გაზრდილ ტურისტულ ნაკადს გამართული სერვისებითა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით შევხვდეთ. მიმდინარე წელს განსაკუთრებით ხაზგასასმელია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა სკეიტ და როლერ პარკის მოწყობა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ბავშვთა მოედნის რეაბილიტაცია ძველ ბულვარში, საინფორმაციო-ტურისტული მანიშნებლებით აღჭურვა, არსებული ქანდაკებების რეაბილიტაცია, ახალი ლანდშაფტური სივრცეების მოწყობა და სხვა"მთავრობის წევრების ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.