„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
ქუთაისში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს წინასწარი მონაცემები ცნობილია. ხმების დათვლის შედეგად, ქუთაისის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ერემეიშვილი გახდა. ერემეიშვილი თითქმის 86 პროცენტით ლიდერობს.
ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. ამომრჩევლის 8 პროცენტი მიიღო "გახარია საქართველოსთვის" და "ლელოს" შეთანხმებულმა მერობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა, პარტია "საქართველოს" მერობის კანდიდატმა გიორგი ამაღლობელმა კი 6 პროცენტი.
"ქართული ოცნება" ლიდერობს პროპორციული სიის მიხედვითაც. ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა ქუთაისის ათივე სამაჟორიტარო ოლქში.
მონაცემებს შესახებ #59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ლარინა ლალიაშვილმა ისაუბრა.
"პარტია "საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, ბატონმა გიორგი ამაღლობელმა მიიღო 2767 ხმა, რაც მოსული ამომრჩევლის 6,37%-ია, პარტია გახარია "საქართველოს" მერობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა მიიღო 3544 ხმა, რაც მოსული ამომრჩევლის 8%-ია. "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ბატონმა დავით ერემეიშვილმა მიიღო 37 779 ხმა, რაც მოსული ამომრჩევლის 85,68%-ია. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ათივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულია "ქართული ოცნების" კანდიდატები. თავად, საარჩევნო პროცესებზეც მინდა მოგახსენოთ, საარჩევნო პროცესმა ნამდვილად მშვიდობიან გარემოში ჩაიარა, კომისიის წევრებმა მაღალპროფესიული შედეგი დადეს, რის შედეგადაც, მივიღეთ ის, რომ ქუთაისის ოლქში, შემოსულია მხოლოდ ერთი საჩივარი," - აცხადებს ლარინა ლალიაშვილი.