„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები. სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და, არჩევნების პარალელურად, აქციაზე განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.
"გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. მინდა, მათ პასუხისმგებლობას გავუსვა ხაზი, რომ ამომრჩევლის მობილიზაცია გააკეთეს და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ. ვისარგებლებ შემთხვევით და გამარჯვებას მივულოცავ გამარჯვებულ პარტიას. სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ვანდალური ფაქტები, მოწოდებები ჯერ კიდევ წინა დღეებში“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.