ვილი სანიოლის პირველი კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ
1742501851
2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
წელს ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას, საიდანაც 14 გამარჯვებული გუნდი (გოგონები და ვაჟები) რეგიონულ ეტაპზე აგრძელებს ასპარეზობას.
შეჯიბრება სპორტის რვა სახეობაში მდინარეობდა: გეზრბენი, კალათბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მინი-ფეხბურთი და მხიარული სტარტები.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ორგანიზატორებისაგან სიგელები, ხოლო პირველ ადგილოსნებს სიგელებთან ერთად თასები და შესაბამისი სპორტული ფორმები გადაეცათ.