ზაფხული სიმაღლეში ზრდისთვის საუკეთესო პერიოდია. როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა ამ პერიოდში - ენდოკრინოლოგის რჩევები

სიმაღლეში ზრდა

ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა ზაფხულში, რომ სიმაღლეში ზრდის პროცესი არ შეფერხდეს:

- ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია იმისათვის, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი გავაჯანსაღოთ, შევიარაღდეთ ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ზედმეტი კილოგრამები მოვიცილოთ. ზაფხულში ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული გვაქვს, რომლებიც ვიტამინებით მდიდარია. ასევე, დღეები გრძელია და შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლაც აქტიურია. კარგი ამინდია, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო აქტიურები ვიყოთ. ჯამში, ეს ყველაფერი მეტაბოლიზმის აჩქარებას ხელს უწყობს. თუმცა, სამწუხაროდ, ზაფხულის ამ "საჩუქრებს" არასწორად ვიყენებთ, ვიწყებთ მკაცრ დიეტებს, გვინდა, რომ სწრაფად დავემშვიდობოთ მომატებულ კილოგრამებს და პირიქით, მეტაბოლიზმის პროცესს უფრო ვაუარესებთ და შესაძლოა, მკაცრი დიეტებით ზედმეტი კილოგრამებიც კი დავაგროვოთ.