„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
ელექტრო სიგარეტი დამაბნეველი მარკეტინგის და ეფექტური შეფუთვის გამო, საზოგადოებაში ტრადიციული სიგარეტის ჯანსაღ ალტერნატივად აღიქმება, თუმცა ეს სულაც არ გახლავთ ასე.
არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მალავენ, რომ მის შემადგენლობაში ასევე არის ნიკოტინი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, პროპილენ-გლიკოლი, დიაცეტილი, ე ვიტამინის აცეტატი, ტეტრაჰიდროქსი, კანაბინოლი, მძიმე მეტალები, როგორიც არის მაგალითად ტყვია და მათი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს კანცეროგენების დაგროვებას, საბოლოოდ კი ფილტვის კიბოს. ე.წ. ვეიპინგის რისკ-დაავადებების ჩამონათვალი ვრცელია: ასთმა, ბრონქოსპაზმები, ინტოქსიკაცია და მთავარი - ახლად აღმოჩენილი ფილტვის დაავადება სახელად ევოლი, ის მხოლდ ვეიპერებს ემართებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სიგარეტის გამოყენება შედარებით ახალგაზრდა მავნე ჩვევაა, უკვე არსებობს ზიანის დამადასტურებელი კვლევები.