პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავი2-ის გადაცემა „ექიმებში“ ექიმებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც ბავშვის სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს.
ლევან რატიანის განმარტებით, მოზარდების ნაწილი სიმაღლეში ზრდას 16 წლის ასაკში ასრულებს, ნაწილი 25 წლის ასაკში.
ლევან ქარაზანიშვილის თქმით, ბავშვის სიმაღლეში ზრდა 3 კომპონენტზეა დამოკიდებული. ესენია: ჰორმონალური ბალანსი, ჯანმრთელი ძვლები და საკვები.
ლევან რატიანი: კვერცხი - შეიძლება იყოს როგორც მოხარშული, ისე შემწვარი. მის შემადგენლობაშო პროტეინი შედის, რაც თავისთავად კუნთოვანი სისტემის აქტივაციას იწვევს და მას ელასტიურობას ანიჭებს. ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ.
ლევან ქარაზანაშვილი: საქონლის ხორცი - უფრო მეტ პროტეინს შეიცავს, ვიდრე სხვა, ნებისმიერი სახეობის ხორცი. მდიდარია E და B ვიტამინებით, თუთიით, განსაკუთრებით კი რკინით. რკინა ჩვენს უჯრედებს ჟანგბადით ამარაგებს და მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობისათვის აუცილებელია.
რეზო ომიაძე: ბოსტნეული - ბოსტნეული, განსაკუთრებით ყვითელი ბოსტნეული ზრდა-განვითარებაზე პოზიტიურად მოქმედებს. სტაფილო როგორც უმი სახით, ასევე წვენი დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს, რომელიც ზრდის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია. რაც შეეხება მწვანე ბოსტნეულს, ბროკოლი, კომბოსტო და ისპანახი K ვიტამინის მდიდარი წყარო გახლავთ.
ნახეთ დეტალები ვიდეოში