ვარკეთილში ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
1735239348
ნასვამი არის ადამიანი, რომელმაც იმაზე ჭარბი ალკოჰოლი მიიღო, ვიდრე მისი ორგანიზმი მოიხმარდა. შესაბამისად, ეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა, რომლის ფონზეც რაღაც გადაუდებელი მდგომარეობა ვითარდება, -ამის შესახებ ექიმი კარდიოლოგი, რითმოლოგი, ხათუნა ჯალაბაძე გადაცემა "პირადი ექიმის" ეთერში საუბრობს:
იწვევს თუ არა წყლის ნაბახუსევზე დალევა გულის გაჩერებას?- ამ კითხვას ექიმი ასე პასუხობს:
„ყველაზე ცუდი დამოკიდებულებაა, როდესაც წყალს ადანაშაულებენ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ნაბახუსევის დროს ალკოჰოლს მიიღებს იმისათვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში გულის გაჩერების, ან არასასიამოვნო გამოსავლის პროცენტი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია.
ამ პასუხს 3 ძირითადი მოთამაშე ჰყავს. პირველი, ეს არის გულის გაჩერება, მეორე, ცივი წყალი და მესამე ნასვამი. გულის გაჩერება უეცარ სიკვდილს ნიშნავს. ამბობენ, ცივი წყალი დალია და გარდაიცვალა... ეს უეცარი სიკვდილის ფორმაა, როდესაც ადამიანი უგონოდ ვარდება და იღუპება. მაგრამ მონაწილე ცივი წყალია. ცივი წყალი გულის გაჩერების მიზეზი ვერაფრით ვერ გახდება, თუ ადამიანს რაიმე წინაპირობა არ ჰქონდა, რომლის გამოც შესაძლოა, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის პროვოცირება მომხდარიყო, რომელსაც ჩვენ ცუდ არითმიებს ვეძახით. აქ იგულისხმება ნებისმიერი წყალი, შეიძლება ეს იყოს გაზიანი სასმელი, ნებისმიერი ლუკმა, წვნიანი“.