VIDEO: „არ გამოიყენოთ ყინული“ - ექიმი გუგა ქაშიბაძე საზოგადოებას აფრთხილებს

გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, მდუღარე წყლითა და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში:

 ქიმიური დამწვრობა სხვადასხვა მჟავითა და ტუტით მიღებული კანის დაზიანებაა. როგორც წესი, მას გამდინარე წყლის ქვეშ გაცილებით უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება. ძალიან საშიშია, განსაკუთრებით, მტევნის, სახისა და თვალების დაზიანების დროს. სწრაფად რეაგირება და კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია, რადგან ქიმიურ დამწვრობას ნელ-ნელა მოქმედება და სიღრმეში ჩასვლა ახასიათებს. ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთმა ნივთიერებებმა შეიძლება, ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს. მაგალითად, ცემენტმა. ხელოსნები, რომლებიც ჩექმების გარეშე ხანგრძლივად მუშაობენ ე.წ. ცემენტიან ხსნარში. 1-2 საათის შემდეგ ცემენტს ისეთი თვისება აქვს, წყალს იღებს. ანუ ქსოვილებიდან გამოაქვს წყალი, იწვევს მის დაზიანებას, ნეკროზზსა და ქიმიურ დამწვრობას. ასევე, მაგალითად ნავთი. გვქონია შემთხვევები, როდესაც ადამიანს ტანსაცმელი ნავთში დასველებია, არ გამოუცვლია, დაუძინია და საკმაოდ სერიოზული ქიმიური დამწვრობაც მიუღია.