თუ თვალი ხშირად გითამაშებთ - ეს უნდა ნახოთ

თვალის თამაში

თვალის სპაზმი, ხალხში ცნობილი როგორც „თვალის თამაში“, შესაძლოა, სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით, თუ ის დიდხანს გაგრძელდება. თვალის თამაშის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, ძილის ნაკლებობა, თვალების სიმშრალე, ალერგია, არასწორი კვება ან ჭარბი კოფეინის მიღება.

მაგრამ, ადამიანებს უხსოვარი დროიდან სჯერათ, რომ ამ ფიზიკურ ფენომენში რაღაც საიდუმლო იმალება. 
ბევრ კულტურაში მარჯვენა თვალის თამაში იღბლის ნიშანია, ხოლო მარცხენა თვალი - ცუდი ამბის მომასწავებელია. ზუსტი პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი თვალი და რომელი ნაწილი თამაშობს. ასევე, პასუხი დამოკიდებულია ადამიანის სქესზე: მაგალითად, ინდოეთსა და ნეპალში, მარჯვენა თვალის თამაში წარმატების ნიშანია მამაკაცებისთვის, ხოლო ქალებისთვის - ცუდის.

მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ თვალის თამაშის სპირიტუალურ მნიშვნელობებსა და ცრურწმენებს. თვალის რა ნაწილი გითამაშებთ?

  • თუ თვალის გუგა გითამაშებთ, ეს წარმატების ნიშანია.
  • თუ თვალის გუგის ზედა ნაწილი გითამაშებთ ეს ნიშნავს, რომ მალე მიიღებთ დამატებით შემოსავალს.
  • თუ თვალის გუგის ქვედა ნაწილი გითამაშებთ ეს ნიშნავს, რომ მალე მოულოდნელი ხარჯის წინაშე აღმოჩნდებით.
  • თუ თვალის ზედა ქუთუთო გითამაშებთ, ეს ნიშნავს, რომ სასიხარულო ამბავს მიიღებთ.
  • ხოლო თუ წარბი გითამაშებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მალე გაიგებთ სასიხარულო ამბავს, ან შეიძლება ნიშნავდეს, რომ მალე ბავშვი გეყოლებათ.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ნიკოლოზ წულუკიძე სიყვარულსა და ოჯახზე - „სესილიას არჩევანში არ ჩავერევი“

ტრაგედია გურიაში - ავარიას ახლგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

„ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩემს ადგილზე თქვენც აღმოჩნდეთ...“ - თაიას ემოციური მიმართვა