თუ საძინებელში რბილი სათამაშოები გაქვთ, ეს რჩევა გაითვალისწინეთ

saZinebeli

თუ საწოლში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, დაუფიქრებლად მოიშორეთ თავიდან. საწოლი თქვენი საძინებლის მთავარი მახასიათებელია. მასში დღეში საშუალოდ 7-9 საათს ატარებთ. ამიტომაც მასში ყველაფერი უნდა გაკმაყოფილებდეთ.
შევთანხმდეთ, რომ სარკეების ადგილი საძინებელში არ არის! სარკიანი მაგიდა ან დიდი პანორამული სარკეები ჭერზე - უარი თქვით ამ მოძველებულ ტრადიციებზე. საძინებელში არ არის საჭირო სარკეები. ის ირეკლავს ნათურების შუქს, ქუჩის შუქს და ხელს უშლის ძილს. მეორეც, სარკე უარესია, ვიდრე სოციალური ქსელები და ფეისბუქი. საძინებელში სარკე "ჭამს" თქვენს დროსა და ნერვებს.

მაქსიმალურად გაათავისუფლეთ თქვენი საძილე ადგილი რბილი სათამაშოებისგან: დათუნიების და ფისუნიები ნაცვლად, უმჯობესია საძინებელში მოათავსოთ რამდენიმე ქოთანი მცენარეებით: ისინი ამშვიდებენ, aამდიდრებენ ჰაერს ჟანგბადით და "ფილტრავენ" მას მიკროორგანიზმებისა და მავნე ნივთიერებებისგან.

ვრცლად