თუ მარგალიტის ტარებას გადაწყვეტთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ

მარგალიტი

მარგალიტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიუველირო მინერალია. ის უყვართ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, მონარქებს და ყველას, ვისთვისაც კლასიკური მოდის ტრადიციები მნიშვნელოვანია. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მარგალიტის თვისებები და ენერგია ძლიერია, მაგრამ მისი ტარება ყველასთვის არ შეიძლება.

მარგალიტის ტარების წესი ასტროლოგიის მიხედვით:

მარგალიტის წონა 1200-დან 1400 მგ-მდე უნდა იყოს. სასურველია მისი ჩასმა ვერცხლის ან ოქროს ჩარჩოში.

სამკაულის ფორმა მნიშვნელოვანი არა არის - სულ ერთია, ბეჭედი იქნება, ყელსაბამი, საყურე თუ სამაჯური. მთავარია, მარგალიტი სხეულს შეეხოს.

ჩვეულებრივ, მარგალიტის ბეჭედს მარჯვენა ხელის საჩვენებელ ან ნეკა თითზე იკეთებენ, თუ ასტროლოგიურად, სხვა რჩევა არ არსებობს.

სანამ მარგალიტის სამკაულს გაიკეთებთ, ძროხის რძეში გარეცხეთ ან უმჯობესია, თუ რძეში მთელი ღამით დატოვებთ. ეს პროცედურა მინერალს კარგად აშორებს ჭუჭყს და მატებს ბზინვარებას.

მოერიდეთ მარგალიტის ტარებას ბრილიანტთან და ზურმუხტთან ერთად. კონფლიქტის გამო, რომელიც ამ ქვებს შორის წარმოიქმნება, დადებითი ენერგიის დინება იბლოკება და მინერალი თავის თვისებებს კარგავს.

მოერიდეთ იაფი ან ხელოვნური მარგალიტის ყიდვას.

თუ თქვენი სხეული მარგალიტს არ იღებს, შეიძლება ჯანმრთელობის ისეთმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, როგორიცაა შაკიკი ან შფოთვა. დააკვირდით, გაქრება თუ არა სიმპტომები სამკაულს მოხსნის შემდგომ. თუ ასეა, შეწყვიტეთ მარგალიტის ტარება და მიეცით ის ვერძს, კირჩხიბს ან მორიელს ბედნიერებისა და კეთილდღეობის გულწრფელი სურვილებით - მაშინ მინერალი ნამდვილად სარგებელს მოუტანს ახალ მფლობელს.