„ტომატ პასტის ხანგრძლივად შენახვა არ არის სასურველი" - ტოქსიკოლოგი განმარტავს როგორ უნდა შევინახოთ პროდუქტი

ეკა ქურდაძე

ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს თუ როდის ხდება სამზარეულოს ინვენტარი ტოქსიკური. 

მისივე თქმით,  ტომატ პასტის ხანგრძლივად შენახვა არ არის სასურველი.

 „ტომატ პასტას განსაკუთრებულად აქვს მეტი რისკი იმიტომ, რომ თავად არის მჟავა პროდუქტი და ადვილად შედის რეაქციაში. სასურველია, მინის ჭურჭელში ან კერამიკაში იყოს გადატანილი, ვიდრე ხანგრძლივად დავტოვოთ მაცივარში. ზოგიერთ ნივთიერებას უწერია, რომ შეგვიძლია 24 საათი - მაგალითად თევზი 24 საათზე მეტი ხანი არ უნდა დაყოვნდეს. პაშტეტებია ხოლმე ხშირად ასე გვრჩება და რატომღაც აღარ გადაგვაქვს. ზოგიერთ კონტეინერს 3-4 დღე აქვს ვადა, გააჩნია მის ხარისხს".