კალიფორნიაში ბრიტნი სპირსი დააკავეს
1772723011
იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმა ირანზე აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
„გასულ უქმეებზე იერიშების მიტანის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გასცდა საერთაშორისო სამართლის წესებს“, - განუცხადა კროზეტომ პარლამენტის ქვედა პალატას.
მან განაცხადა, რომ იტალია იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა კონფლიქტზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა მოკავშირეებისა და პარტნიორების გაფრთხილების გარეშე წამოიწყეს.
„ეს არის ომი, რომელიც ისე დაიწყო, რომ მსოფლიოში არავინ იცოდა. ომი, რომლის [შედეგების] მართვაც ჩვენც, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოს, ახლა გვიწევს“, - განაცხადა კროზეტომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პარტიის, „იტალიის ძმების“ წევრია.