პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
როგორ გავიშროთ და დავიბანოთ თმა სწორად - ცნობილი დერმატოლოგი, ზაზა თელია "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში თმის მოვლის ტექნიკაზე საუბრობს.
როგორც ექიმი ამბობს, შამპუნი თმის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს, რომელიც უნდა შევიზილოთ კანზე და არა - თმის ღერებზე.
"შამპუნს ვარჩევთ თმის ტიპის მიხედვით. უფრო ძვირი არ ნიშნავს უკეთესს. შესაძლებელია იაფიანი შამპუნიც იყოს კარგი და ძვირიანი - ცუდი. შამპუნი საჭიროა ჩვენი სკალპისთვის. ის ჩვენი თითის ბალიშების გამოყენებით უნდა წავისვათ სველ თმაზე. სკალპს სჭირდება დაბანა. წყალი უნდა იყოს თბილი, ცხელი წყლით დაბანა არ არის რეკომენდებული.
დაახლოებით, 2 წუთის განმავლობაში უნდა მოხდეს სკალპის დამასაჟება, შემდგომ კი უნდა ვაცადოთ შამპუნს და დაახლოებით 2 წუთი უნდა გავიჩეროთ. აქ არ არის საუბარი, თუ რომელიმე დაავადება გვაქვს, მაგალითად სებორეული დერმატიტი, ან ფსორიაზი, უფრო დიდი ხანია შეიძლება იყოს სამკურნალო შამპუნი დატოვებული. ამის შემდგომ შამპუნი წყლით სრულად უნდა ჩამოირეცხოს.
უმნიშვნელოვანესია თმის კონდინციონერის გამოყენება, რომელიც ატენიანებს ჩვენს თმას. თმა არის კანის დანამატი, როგორც ფრჩხილები, ამიტომ შესაძლებელია გამოშრეს. თმის კონდიონციონერის წასმა უნდა მოხდეს თმის ღერებზე, და არა სკალპზე," - აცხადებს დერმატოლოგი.
როგორ გავიშროთ თმა?
"თმის საშრობის გამოყენება რეკომენდებული არ არის. უნდა გამოვიყენოთ იშვიათად და მისი დაბერვა უნდა მოხდეს დაახლოებით 30 სმ-ის მოშორებით, რადგან ახლოდან ცხელი ჰაერი აზიანებს, როგორც სკალპს, ასევე, თმას. თმის გასაშრობად უმჯობესია პირსახოცით თმის შეფუთვა და ბუნებრივად გაშრობა. სველი თმის დავარცხნა რეკომენდებული არ არის. სავარცხლის "კბილები" უნდა იყოს ფართო, ანუ "კბილიდან" "კბილს" შორის დაშორება უნდა იყოს ფართო. თმის უთოს გამოყენება დამაზიანებელია," - ამბობს ზაზა თელია.