სწორად ინახავთ თუ არა ავოკადოს - ექსპერტებმა ყველაზე გავრცელებული შეცდომები დაასახელეს

avocado

ავოკადი ბოლო წლებში ნამდვილ კულინარიულ ჰიტად იქცა — ის გემრიელიცაა და ჯანსაღი ცხიმების გამო განსაკუთრებით სასარგებლოც. თუმცა, ყველას ჰქონია მომენტი, როცა მაღაზიიდან მწვანე და მაგარი ავოკადი მოიტანა, რამდენიმე დღე დაელოდა, ერთ დღესაც გახსნა და შიგნით სრულიად შავი, დამპალი ან გამხმარი დახვდა.

როგორც ირკვევა, ხშირად პრობლემა მის არასწორ შენახვაშია. კულინარიის ექსპერტები ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს ასახელებენ, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვუშვებთ:

1. შეცდომა: მაგარი ავოკადოს მაშინვე მაცივარში შენახვა;
თუ მაღაზიიდან მყარი, მკვრივი ავოკადი წამოიღე და ეგრევე მაცივრის თაროზე შემოდე, ის არასდროს დამწიფდება. სიცივე აჩერებს დამწიფების პროცესს, შედეგად კი რეზინისებურ, უგემურ ნაყოფს მიიღებ.

სანამ ავოკადი სრულად არ დამწიფდება და თითის დაჭერაზე ოდნავ არ დარბილდება, ის ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ და მშრალ ადგილას უნდა შემოინახო.
2. შეცდომა: დაუმწიფებელი ავოკადოს პლასტიკურ პარკში შენახვა;
ბევრს ჰგავს, რომ ავოკადი პარკში უფრო სწრაფად დამწიფდება, მაგრამ ჰერმეტული გარემო ობის გაჩენას უწყობს ხელს და ნაყოფი ლპობას იწყებს მანამ, სანამ გასინჯვის დრო მოვა.

თუ დამწიფების დაჩქარება გინდა, ავოკადი მოათავსე ქაღალდის პარკში ერთ ვაშლთან ან ბანანთან ერთად. ეს ხილი გამოყოფს ეთილენის გაზს, რომელიც ბუნებრივად აჩქარებს ავოკადოს „სიმწიფეს“.
3. შეცდომა: უკვე გაჭრილი ავოკადოს დატოვება თავდაუხურავად;
თუ ნახევარი ავოკადი შეინახე და მეორე ნახევარი მაცივარში უბრალოდ თეფშზე დადე, ის რამდენიმე წუთში მუქდება და „ჟანგდება“.

გაჭრილ ნაწილს წაუსვი ცოტა ლიმონის წვენი (ან ზეითუნის ზეთი), მჭიდროდ შეფუთე საკვებ ცელოფანში ისე, რომ ჰაერი არ შევიდეს, ან მოათავსე ჰერმეტულ კონტეინერში. ასე ის სიმწვანეს 2-3 დღე შეინარჩუნებს.4. შეცდომა: მწიფე ავოკადოს ძალიან დიდი ხნით დატოვება;როცა ავოკადი უკვე იდეალურად მწიფეა, მაგრამ მისი გამოყენება ჯერ გეგმაში არ გაქვს, ის გარეთ დიდხანს არ უნდა დატოვო. როგორც კი მიხვდები, რომ ავოკადი მზადაა, მაგრამ დღეს ვერ მიირთმევ, შეინახე ის მაცივარში. ცივი ტემპერატურა შეანელებს ლპობის პროცესს და მოხმარებას კიდევ 3-5 დღით გაახანგრძლივებს.

✕