1-წუთიანი ტექნიკა, რომელიც მყისიერად გაგათავისუფლებთ ნეგატიური ემოციებისგან

savarjiSoa

ზოგიერთ ადამიანს კარგად ეხერხება საკუთარი ემოციების ამოცნობა და საკუთარი თავის დამშვიდება. თუმცა, ზოგიერთ ჩვენგანს არ გააჩნია ეს საოცარი უნარი და ნაცვლად ემოციების გამოხატვისა, მათი ჩახშობითაა დაკავებული. აი ეს კი, ყველაზე საშინელი თვისებაა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს.


რატომ?

იმიტომ, რომ ჩვენი სხეული ინახავს ემოციებს. მთელი ეს ბრაზი და წყენა ჩვენს სხეულში ილექება. თუ არ გათავისუფლდებით ნეგატიური ემოციებისგან, ის თქვენს სხეულში სამუდამოდ დარჩება და შედეგად, ფიზიკური ტკივილის სახით შეგახსენებთ თავს.

მნიშვნელოვანია ისწავლოთ მათი გამოშვება, მათი შეგრძნება, მაშინაც თუ ფიქრობთ, რომ ეს საერთოდ არ დაგეხმარებათ.  

მარტივი, 1-წუთიანი ტექნიკა
ეს ტექნიკა ფართოდაა გავრცელებული კატმანდუში - მას კუნდალინის მედიაციას უწოდებენ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მას „რხევა“ დავარქვათ, რადგანაც, ამ ტექნიკას ძალიან შეესაბამება. ის გავრცელებულია ველურ ბუნებაშიც - ცხოველები, მას შემდეგ, რაც ლომის თავდასხმას გადაურჩებიან, ძლიერად ირხევიან და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებენ გზას.

დაგვერწმუნეთ, ეს ძალზე ეფექტური ტექნიკაა, რომელიც ნებისმიერი ნეგატიური ემოციისა თუ დაძაბულობისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

აი, როგორ კეთდება:
გამოყავით მხოლოდ 1 წუთი
ფეხზე დადექით, მოადუნეთ მხრები და დახუჭეთ თვალები.


მზად ხართ?
შეანჯღრიეთ სხეული.
ნუ შეაფერხებთ საკუთარ თავს. იგრძენით თავისუფლება. იმოძრავეთ.გააგრძელეთ რხევა. არ გაჩერდეთ.
თუ საჭიროა შეისვენეთ, მაგრამ კვლავ განაგრძეთ თავისუფალი რხევა.შეანჯღრიეთ საკუთარი თავი, გამოუშვით ყველაფერი ცუდი.
თავდაპირველად, შესაძლოა თავი უცნაურად იგრძნოთ, მაგრამ არ გაჩერდეთ.კიდევ, 10 წამი დარჩა.
10…9…8…7…6…5…4…3….2…1..

ასევე ნახეთ:

არ დაუშვათ ტრაგიკული შეცდომა - ვინ და რატომ არ უნდა მონათლოს ბავშვები

ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები - ნახეთ, როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს