1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე განცხადებაც, რომლის თანახმად, ბინის მესაკუთრეები ჩივიან, რომ უცხოელ მდგმურებს სახლიდან ვეღარ უშვებენ. რაც მთავარია, ეს მდგმურები არც თანხას იხდიან. ბინის მეპატრონეები რჩევით მიმართავენ მოქალაქეებს და იურისტებს, რომ დაეხმარონ პრობლემის მოგვარებაში.
სწორედ, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებს ადვოკატი თათია ქაჯაია განმარტავს.
„ბოლო პერიოდში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქეზე ქონების გაქირავების შემთხვევაში მესაკუთრე დაკარგავს ქონებას, ვერ მოითხოვს გამოსახლებას, ქონება გადავა დამქირავებლის საკუთრებაში და ა.შ.
დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით რუსეთის მოქალაქისათვის ქონების სარგებლობაში, საკუთრებაში გადაცემა ან ამა თუ იმ მომსახურების გაწევა რამდენად სწორია მორალური თვალსაზრისით, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ სამართლებრივად მცდარი ინფორმაციის გავრცელება არ არის სწორი.
ამიტომ განვმარტავ, რომ დამქირავებელი რუსეთის მოქალაქე იქნება თუ სხვა რომელიმე ქვეყნის, მესაკუთრეს იგივე უფლებები გააჩნია და იგივე პროცედურების გავლა უწევს სამართლებრივად, რაც საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში.
განსხვავება ის არის, რომ თუ ვითხოვთ მაგალითად ზიანის ანაზღაურებას, უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში უფრო რთულია, რადგან თუ არ გააჩნია არანაირი ქონება საქართველოში, ვერ მოხდება თანხის ამოღება და ზიანის ანაზღაურება,“ - წერს თათია ქაჯაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⇒ VIDEO: რა მდგომარეობაში დააფიქსირეს ხვიჩა მატჩის შემდეგ - ქართველი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა
⇒ VIDEO: „ეუფ, რა ბიჭია ყველანაირად“ - ქართველი წყალბურთელის შესრულებული „იაგუნდი“ ინტერნეტს იპყრობს
⇒ VIDEO: სიძე-სიდედრის „შალახო“ ინტერნეტს იპყრობს - მაქაცარიებისა და ჩიჩუების ცეკვა