1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"ჟირონასთან" ამხანაგურ მატჩში "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და კატალონიური გუნდის ფეხბურთელებმა მასზე ნადირობა დაიწყეს.
კვარაცხელია რამდენიმეჯერ წააქციეს, მარცხენა მუხლი იტკინა, თამაში მაინც გააგრძელა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხი შეხვეული ჰქონდა და კოჭლობით გავიდა გასახდელში.
ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულად დაშავდა ხვიჩა და შეძლებს თუ არა 6 აგვისტოს "აუგსბურგთან" სპარინგში მონაწილეობის მიღებას.