1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რა ნიშნებით ამოვიცნოთ, დაზიანებულია თუ არა გვარის რესურსი, ენერგეტიკა, მისი ინფორმაციული ველი და რა გზები არსებობს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც საგვარეულო დაზიანებას ახლავს თან, ამას ნუმეროლოგი და ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება.
„ადამიანის ცხოვრებაში გვარის ენერგეტიკა ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი. ფინანსური თუ კარიერული წარმატება, პირადი ურთიერთობები, ქორწინება და იღბალიც კი, მეტწილად, ჩვენი გვარის წარსული თუ ახლანდელი გვარის წარმომადგენლებზეა დამოკიდებული. გვარი არის ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ცოდნა, გამოცდილება, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ყველაფერი ის, რაც მათ განვლეს, გვარის ინფორმაციულ ველში ჩაიწერა. მასში თითოეული ადამიანის ქმედება, კარგიც და ცუდიც, იწერება და აისახება.
– კონკრეტულად, როგორ ახდენს გავლენას?
– გვარს შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა რესურსი. ხუთი ძირითადი რესურსია: სიყვარული, ჯანმრთელობა, ფინანსები, ძალაუფლება და იღბალი. მაგალითად, იღბალი არის ძალიან იშვიათი, როცა ყველაფერში ხელი ემართებათ, ხელეწიფებათ ყველაფერი, ყველა მიმართულებით და ამის ხარჯზე არიან წარმატებულები. მაგრამ, ასევე არის მეორე მომენტი, როცა გვარი ზიანდება, როდესაც ის ენერგორესურსები, რომელიც გვარს აქვს, იკარგება და ვეღარ ვიყენებთ. აი, მაგალითად, თუ გვარში ერთი და იმავე დაავადებით იბადებიან ან ხშირია გვარის წარმომადგენელთა ალკოჰოლიზმი, თუ კარიერაში ვერავინ აღწევს წარმატებას ანუ არ არის შემდგარი, ეს ნიშნავს იმას, რომ გვარი დაზიანებულია ანუ ეს გვარის რომელიმე წევრის ქმედებამ განაპირობა.
– ისიც ხომ არის მეცნიერულად დამტკიცებული, რომ კონკრეტული დაავადება ან მიდრეკილება გენეტიკურია და ის შთამომავლობით გადადის? არსებობს რაიმე გზა დაზიანებული გვარის ან გენეტიკის შეცვლის?
– გენეტიკა არის კოდი, რომელშიც ინახება ის გამოცდილება, რომელიც დააგროვე. შესაბამისად, ეს ხომ რომელიმე თაობიდან დაიწყო? აქ მნიშვნელოვანია, რამ განაპირობა ეს პროცესი. ჯანმრთელობა არის ის რესურსი, რომელიც ყველა გვარს უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, არ ჰქონდეს სხვა რესურსი, მაგრამ ეს რესურსი, თითქმის ყველას აქვს. მაშინ, როდესაც იბადებიან რაღაც დაავადებით, ეს პირველი ნიშანია იმის, რომ გვარში რაღაც პრობლემა არის ან გაჩნდა პრობლემა. შეიძლება, დაიბადოს ჯანმრთელი ადამიანი და სრულიად მოწმენდილ ცაზე გაჩნდეს ჯანმრთელობის პრობლემა. ან, მაგალითად, ხომ არის შემთხვევა, როცა გვარი ძალიან წარმატებულია და ერთ დღეს კარგავს ყველაფერს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდა რაღაც შეცდომა ანუ წინაპარმა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა და ეს საგვარეულო შთამომავალზე აისახა.
თუ გვინდა, გვარში პრობლემის გამოსწორება, ხშირად უნდა მოვიკითხოთ წინაპარი, დახმარება ვთხოვოთ. მაგალითად, თუ არის ოჯახი, რომელსაც არ უჩნდება შვილი, შეუძლიათ, დახმარება სთხოვონ ისეთ წინაპარს, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავდა, მაგალითად, ხუთი ან ექვსი.
– როგორ უნდა სთხოვონ?
– მაგალითად, სასაფლაოზე მივიდეს, მიიტანოს ყვავილები და სთხოვოს დახმარება. სხვათა შორის, ეს ძალიან ხშირად მოქმედებს, რადგან მოაქვს ის რესურსი, რაც გვარს რეალურად აქვს. ისედაც, წინაპართან კონტაქტი და გახსენება ძალიან კარგია. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია გვარის ერთობა.
თუ ვიღაც აიღებს პასუხისმგებლობას, დააწესებს, თუნდაც წელიწადში ერთ დღეს, ისინი შეიკრიბებიან, ეს გვარს ძალიან აძლიერებს. რაც უფრო ერთიანია გვარი, მით უფრო ძლიერია.
ასევე ნახეთ:
წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"მითხრა, თუ გენატრები, მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზეო..." - ბათუმში, მომხდარი სასწაული