როგორია D ვიტამინთან დაკავშირებით, ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაცია - ექიმის განმარტება

ვიტამინი D

ამერიკის პედიატრთა აკადემია (AAP) D ვიტამინის მიღებასთან დაკავშირებით განახლებულ რეკომენდაციებს ავრცელებს, რომლის შესახებაც გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე საუბრობს.

სპეციალისტების განმარტებით, D ვიტამინი აუცილებელია ბავშვის ძვლების სწორად განვითარებისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. რეკომენდაციის მიხედვით, ჩვილებმა დაბადებიდანვე უნდა მიიღონ D ვიტამინი, ხოლო დოზა ასაკის მიხედვით განისაზღვრება.

ექიმების თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი დანამატების მიღება ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის, რადგან მხოლოდ დედის რძე ხშირად ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობას.

მაია ჩხაიძე მშობლებს მოუწოდებს, D ვიტამინის მიღება ექიმის რეკომენდაციით და შესაბამისი დოზირების დაცვით უზრუნველყონ, რათა თავიდან აიცილონ როგორც დეფიციტი, ასევე ზედმეტი მიღებით გამოწვეული რისკები.