თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, როგორ გააფორმოთ სახლი საახალწლო დღესასწაულებისთვის, დროა, შთაგონება ახალი ტენდენციებიდან მოიძიოთ.
დეკორი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ თანამედროვე, არაორდინარული და კრეატიულიც. დიზაინერების აზრით, 2024-2025 წლის ზამთარში ეს 5 ტრენდი განსაკუთრებით პოპულარული იქნება:
არატრადიციული ფერები და მასალები
დროა, ტრადიციული წითელ-მწვანე პალიტრის საზღვრებს გასცდეთ. ამ სეზონზე დიზაინერები გირჩევენ გამოიყენოთ 90-იანი წლების მკვეთრი და "მჟავე" ტონები, მაგალითად, Brat Green (ნეონის მწვანე), ლავანდისფერი და ვარდისფერი. ასევე, გახადეთ ნაძვის ხე ავანგარდული – დაამატეთ მას ბუმბულები, კრისტალები და უნიკალური ტექსტურები. არ შეგეშინდეთ თამამი ექსპერიმენტების, რადგან ფერები დღესასწაულის განწყობის მთავარი ელემენტია.
სკანდინავიური სტილი
სკანდინავიური დეკორი – ეს არის სიმარტივე, ბუნებრიობა და სიმყუდროვე. ტენდენცია „რაც უფრო მარტივი, მით უკეთესი“ წელსაც აქტუალურია. დეკორისთვის გამოიყენეთ ნეიტრალური პალიტრა და ბუნებრივი მასალები: ხე, ქაღალდი, ფეტრი და ტყავი. დახვეწილი ხის მძივები, მუქი ფერის ფარდაგები და მარტივი ყვავილების გვირგვინები თქვენი ინტერიერისთვის იდეალური დამატება იქნება.
ბზინვარე ქრომი
მეტალის დეტალები და ქრომის ზედაპირები საახალწლო დეკორის ფუტურისტულ ელფერს შესძენს. ვარსკვლავების შუქზე ბზინვა განსაკუთრებულად ელეგანტურად გამოიყურება. თუ ქრომი ზედმეტად გეჩვენებათ, დაიწყეთ პატარა მეტალის დეკორაციებით, როგორიცაა ჭიქები, სანთლები ან ნაძვის ხის სათამაშოები...ვრცლად