1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ლუდის, კოქტეილის, შამპანურის ან სხვა ალკოჰოლური სასმელის დალევა თუ გიყვართ, ხშირ შემთხვევაში მეორე დღეს, ალბათ, ნაბახუსევით გამოწვეული სხვადასხვა ჩივილებით იტანჯებით.
ნაბახუსევის სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, გაუწყლოება, თავის ან კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, კანკალი და აჩქარებული გულისცემა.
არსებობს თუ არა რაიმე გზა, რაც ნაბახუსევისგან დაგვიცავს? ამ სტატიაში ვეცდებით, სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმაროთ.
რჩევები ნაბახუსევის თავიდან ასარიდებლად
რა თქმა უნდა, ამის საუკეთესო გზა ისაა, რომ უბრალოდ აღარ დალიოთ ან ალკოჰოლი ზომიერად მიიღოთ და მუდმივად გახსოვდეთ ის რისკები, რაც გადაჭარბებულ მოხმარებას შეიძლება ახლდეს თან.
"პაციენტებს, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ, ხშირ შემთხვევაში არ სმენიათ სანდო რეკომენდაციები დალევასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ", — აცხადებს მედიცინის პროფესორი ლორა ვიჩი.
როგორ ვუმკურნალოთ ნაბახუსევს
პირველ რიგში გეტყვით, რომ ნაბახუსევით მოგვრილ დისკომფორტს მთლიანად ვერ გააქრობთ ან თავიდან აირიდებთ: ეს მდგომარეობა ჩვენი იმუნური სისტემის პასუხია — სხეული ალკოჰოლის გადამუშავებისას გამოყოფილ ტოქსინებს ებრძვის.
ამ პროცესში ორგანიზმი სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებს კარგავს: სხვადასხვა კვლევების თანახმად, ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება A და B ვიტამინების, თუთიისა და კალიის მაჩვენებელს ორგანიზმში ამცირებს. შესაბამისად, ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორი კვებით ისინი კვლავ აღვიდგინოთ.
მაგალითად, A ვიტამინს დიდი ოდენობით შეიცავს კვერცხი, ხორცი, თევზი და ტკბილი კარტოფილი. თუთიის მიღება შეგიძლიათ როგორც ცხოველური ცხიმებით, ისე მარცვლეულისა და თხილეულის საშუალებით. ავოკადო და ბანანი კი თქვენს ორგანიზმში კალიუმის მაჩვენებლის გაზრდაში დაგეხმარებათ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჭირო ოდენობით მიიღოთ წყალი და ორგანიზმი დეჰიდრატაციისგან დაიცვათ: ექიმები გვირჩევენ, რომ ნაბახუსევზე გაღვიძებისას პირველად სწორედ მინიმუმ ერთი ჭიქა წყალი დავლიოთ.
ამავდროულად ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ნაბახუსევთან ბრძოლა ისევ ალკოჰოლით უშედეგოა:
"ნაბახუსევისას ალკოჰოლის მიღებამ, შესაძლოა, მდგომარეობა მცირედით შეამსუბუქოს, თუმცა როცა ორგანიზმში ალკოჰოლის მაჩვენებელი კვლავ ნულს გაუტოლდება, ნაბახუსევის სიმპტომები ხელახლა დაგვიბრუნდება", — აცხადებს ლორა ვიჩი.
ასევე ნახეთ:
როგორ აიცილოთ თავიდან ჭარბი კვება საახალწლო სუფრაზე
VIDEO: რიტუალი მათთვის, ვისაც გათხოვება უნდა - მოიმარაგეთ წითელი ღვინო და შამპანური