როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა ზაფხულში - ზაზა თელიას რჩევები

tma

როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან თმის სტრუქტურის დაზიანება და შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა ზაფხულში - ამ საკითხზე რჩევებს საზოგადოებას დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია უზიარებს.

„მოახლოვდა ზღვის და აუზის სეზონი. როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან თმის სტრუქტურის დაზიანება და შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმები ზაფხულში.

მზის ულტრაიისფერი სხივები აზიანებს არამარტო კანს, არამედ თმასაც, ამიტომ აუცილებელია როგორც კანის, ასევე თმის დაცვაც: გამოიყენეთ ფართო კიდეებიანი ქუდი (მაგალითად "შლაპა"), გამოიყენეთ მზისდამცავი პროდუქტი თმაზეც SPF სპრეის სახით - მაგალითად, Noreva Bergasol Sun Mist  შეზღუდეთ თმის გაღიავება ზღვის სეზონამდე, ან აუზზე სიარულის დაწყებამდე. ღია ფერის თმა უფრო მეტად ზიანდება მზის ულტრაიისფერი სხივებისგან, გამოიყენეთ საცურაო ქუდი თუ დიდ დროს ატარებთ წყალში, დაიბანეთ თმები დაუყოვნებლივ ცურვის შემდეგ, გამოიყენეთ მოცურავის შამპუნი (swimmer's shampoo) თუ დიდ დროს ატარებთ წყალში, “- წერს ზაზა თელია.