როგორ უნდა მივიღოთ ვიტამინები ზაფხულში

ერთი ჩვეულებრივი ვიტამინი შეიძლება გულის შეტევის რისკს ამცირებდეს

ვიტამინი E — კანის მზისგან დასაცავად

მზის სხივები ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურია და კანს დამატებითი დაცვა სჭირდება. ვიტამინი E თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით ეხმარება კანის ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებას და ამცირებს დამწვრობის რისკს. ქალებს ესაჭიროებათ დაახლოებით 3 მგ დღეში (მამაკაცებს - 4 მგ), მაგრამ უსაფრთხოდ ითვლება დოზა 540 მგ-მდე. ყურადღება მიაქციეთ დანამატებს ნატურალური ვიტამინით E.

კვერცეტინი - ალერგიის წინააღმდეგ

თუ სეზონური ალერგია გაწუხებთ, რაციონში შეიტანეთ კვერცეტინი - ბუნებრივი ანტიჰისტამინი, რომელიც გვხვდება ხახვში, კენკრაში, ბროკოლში და მწვანე ჩაიში. დანამატის სახით შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს პოლინოზის სიმპტომები (1000 მგ-მდე დღეში).

ვიტამინი C - სურდოს წინააღმდეგ და მბზინავი კანისთვის

ზაფხულში გაციება ისევე ხშირია, როგორც ზამთარში. ვიტამინი C დაგეხმარებათ უსიამოვნო სიმპტომებთან გამკლავებაში, ამავდროულად ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ეს ვიტამინი ორგანიზმში არ გროვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება ყოველდღიურად. ნორმაა - 40 მგ, მაგრამ მისაღები 1000 მგ-მდე დოზა.

ელექტროლიტები და წყალი - გაუწყლოებისგან დასაცავად

ზაფხულის სიცხე და ღია ცის ქვეშ ვარჯიში ზრდის გაუწყლოების რისკს. დალიეთ მინიმუმ ორი ლიტრი წყალი დღეში, გაძლიერებული ოფლიანობისას დაამატეთ ელექტროლიტები ან მაგნიუმი, რათა თავიდან აიცილოთ თავბრუსხვევა, დაღლილობა და მზის დარტყმა.

რა შეგიძლიათ შეამციროთ ან გამორიცხოთ?

ვიტამინი D

თუ ხშირად ხართ მზეზე, თქვენი ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს. სამედიცინო ჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია დროებით უარი თქვათ მის მიღებაზე, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.