"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
1732690994
დღის განმავლობაში საკმარისი წყლის რაოდენობის დალევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევაა, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გარანტიაა. თუმცა ამ მნიშვნელოვან ჩვევას, ყველაზე ხშირად ვივიწყებთ.
ადამიანების უმრავლესობამ იცის, თუ რა მნიშვნელოვანია წყალი, თუმცა მისი საკმარისი რაოდენობით მიღების ჩვევა უბრალოდ არ აქვს. შესაძლოა ეს დატვირთული გრაფიკის ბრალია ან უბრალოდ წყლის გემო არ მოსწონთ. არსებობს რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ შევეჩვიოთ სასიცოცხლოდ აუცილებელი სითხის მიღებას:
1. დააყენეთ ხმოვანი შეხსენება
ერთ-ერთი ყველაზე ადვილი გზა, მობილურ ტელეფონზე, ხმოვანი შეხსენების ან „მაღვიძარას“ დაყენებაა. ყოველდღიურად 8 ჭიქა წყლის მიღებაა რეკომენდებული, ამიტომ, შეგიძლიათ ყოველ 2 საათში ან 1.5 საათში დააყენოთ შეხსენება. ასე არასოდეს გამოგრჩებათ წყლის დალევა და წყლის დღიურ დოზასაც მარტივად მიიღებთ.
2. დალიეთ 1 ჭიქა წყალი სააბაზანო ოთახში შესვლამდე
წყლის სმის ჩვევის გამომუშავება გაცილებით ადვილი გახდება, თუ უკვე არსებულ ყოველდღიურ ჩვევას დაუკავშირებთ. რა შეიძლება იყოს სააბაზანო ოთახში სიარულზე უფრო ყოველდღიური? არც არაფერი! ამიტომ შეგიძლიათ სააბაზანო ოთახის გამოყენებამდე ან მის შემდეგ, მომენტალურად დალიოთ 1 ჭიქა წყალი.
3. შეიძინეთ წყლის ბოთლი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც წყლის დალევა გვავიწყდება ისაა, რომ ფიზიკურად არ ვართ ახლოს წყლის ონკანთან ან დისპენსერთან. ამიტომ, სასურველია წყალი მუდამ თან იქონიოთ და არასოდეს დაგეზარებათ წყლის დასალევად მუშაობის შეწყვეტა ან სხვა ოთახის სტუმრობა.
4. დალიეთ წყალი ჭამამდე
კიდევ ერთი ყოველდღიური აქტივობა დღეში რამდენიმეჯერ საკვების მიღებაა. დაუკავშირეთ წყლის დალევა ჭამას - მიიღეთ წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე. დაიმახსოვრეთ, საკვების მიღების პროცესში არაა რეკომენდიებული წყლის დალევა.
5. ჩართე მეგობრები
თუ წყლის დალევა ზედმეტად მოსაწყენი პროცესია, შეგიძლიათ მხიარულ აქტივობად აქციოთ. ჩართე მეგობრები წყლის სმის მარათონში და აკონტროლეთ ერთმანეთი, ვინმეს წყლის დალევა ხომ არ გამორჩა?
წყლის სმის ჩვევის გამომუშავება, ზუსტად ისეთი პროცესია, როგორც ნებისმიერი სხვა ჩვევის გამომუშავება. ადამიანის 75% წყალია, ამიტომ მისი ნაკლებობა მრავალი დარღვევის გამომწვევი მიზეზია. გამომშრალი კანი, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და თავის ტკივილი, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამიტომ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, გამოიმუშავეთ წყლის სმის ჩვევა და შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისკენ.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზე
კახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი