როგორ უნდა დაიტენიანოთ გამომშრალი სახისა და ხელის კანი სწორად

სახე

იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კანის ტენიანობა და ჯანმრთელობა, აუცილებელია:

* სახის კანის დატენიანება – უმჯობესია, შეიძინოთ ცხიმზე დამზადებული დამატენიანებელი კრემი და არა წყალზე, რადგან ცხიმი წარმოქმნის კანის დამცავ საფარს და ყველაზე კარგად ინარჩუნებს ტენიანობას;

* მზისგან დამცავი კრემი – თუ ზამთრის კურორტებზე აპირებთ დასვენებას, გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით თოვლიან დღეებში მზე საკმაოდ აზიანებს კანს. გარეთ გასვლამდე ნახევარი საათით ადრე სახესა და ხელებზე წაისვით მზისგან დამცავი კრემი;

* ხელების დაცვა – ხელის კანი შედარებით თხელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. მას აქვს მცირე რაოდენობის ცხიმის გამომყოფი უჯრედები. ამიტომ, ხელის დატენიანებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გარეთ გასვლისას აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები. არ დაიბანოთ ხელი სახლიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. გასვლისას კი არ დაგავიწყდეთ ხელის საცხის წასმა.

* აბაზანა – ცხელი წყალი შლის კანის ლიპიდურ ბარიერს, რაც ტენიანობის დაკარგვას უწყობს ხელს. გირჩევთ, ცივ სეზონზე იბანაოთ თბილი და არა ცხელი წყლით, რათა კანი არ გამოშრეს და აიქერცლოს. ასევე, აბაზანის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები;

* სახის ნიღაბი – ცივ სეზონზე საჭიროა ნიღბების ხშირი მოხმარება. გირჩევთ, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ პილინგური ნიღაბი, რაც ძალიან ეფექტურია კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედებისგან გასასუფთავებლად. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ კვირაში ორჯერ დამატენიანებელ ნიღაბსაც გაიკეთებთ, რადგან, ცივ დღეებში სახის კანის ერთ-ერთი მთავარი მტერი გაუწყლოებაა;

* ტონალური კრემი – სიცივისგან სახის კანის დაცვისთვის დღის დამატენიანებელ მალამოზე დაამატეთ თქვენი კანის ტიპისა და ფერის გათვალისწინებით შერჩეული ტონალური საშუალება. განაგრძეთ კითხვა...