1759659123
როგორ შევინახოთ ლობიო, რომ მატლი არ გაუჩნდეს - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რეკომენდაცია

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული,სოციალურ ქსელში ლობიოს უსაფრთხოდ შენახვასთან დაკავშირებით რჩევებს გვიზიარებს:
,,ლობიოს შენახვა მომხმარებლებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ბევრ შემთხვევაში მატლები უჩნდება და გამოყენებისთვის უვარგისი ხდება. ამიტომ, მისი შენახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომელთა დახმარებითაც მატლებს გამრავლებისა და პროდუქტის გაფუჭების საშუალებას არ მივცემთ.
ერთ-ერთი მეთოდი არის ის, რომ ლობიო ვაკუუმში მოვაქციოთ და ასეთ მდგომარეობაში შევინახოთ, რადგან ვაკუუმი და უჟანგბადო არე მატლებს გამრავლების საშუალებას არ მისცემს. ასევე, კარგი იქნება, თუ შენახვისას დაფნის ფოთოლსაც გამოვიყენებთ, რადგან დაფნის ფოთოლი მატლების გამრავლებას ხელს უშლის.
ასევე, შეგვიძლია, ლობიო რამდენიმე დღის განმავლობაში საყინულეში შევინახოთ. ამით ის ბაქტერიები განადგურდებიან. შემდეგ შეგვიძლია, საყინულიდან გამოვიღოთ და უკვე მშრალ მდგომარეობაში შევინახოთ",-ამბობს სპეციალისტი.