როგორ მოვიშოროთ ლაქები ტანსაცმლიდან - საინტერესო რჩევები

ტაბსაცმელი

ნივთებს, რომლებსაც ხშირად ატარებთ, შეიძლება მკლავების ქვეშ დეზოდორანტის ლაქები გაუჩნდეს.

ქსოვილის მოვლის ექსპერტი გვირჩევს სცადოთ ზედმეტი დეზოდორანტის მოცილება რბილი ჯაგრისით. შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი თბილ წყალში ლაქის მოსაშორებლად.

დაასხით სარეცხი საშუალება პირდაპირ ქსოვილზე ლაქის დასაფარად, ნაზად გაწურეთ და გააჩერეთ 20 წუთი. ამის შემდეგ პერანგი სარეცხ მანქანაში ჩადეთ. სარეცხი საშუალების ლაქაზე დატოვება ნივთს უკეთ გაწმენდს.

თეთრი ბამბის ან პოლიესტერის ტანსაცმლის შემთხვევაში, შეგიძლიათ ნივთს დაასხათ მდუღარე წყალი.

შემდეგ დაამუშავეთ ლაქები . ამისთვის დაგჭირდებათ ხსნარი, რომელიც კეთდება შემდეგნაირად: სოდა, წყალბადის ზეჟანგი და წყლის. რაოდენობა ერთ-ერთზე. დამუშავების შემდეგ კი შეაგდეთ ნივთი მანქანაში და გარეცხეთ ჩვეულებრივად.