როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები სამუდამოდ

ჭიანჭველა

მსოფლიოში ჭიანჭველების 12000-ზე მეტი სახეობაა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანისთვის უვნებელია.

რა იზიდავს ჭიანჭველებს სახლში და როგორ მოვიშოროთ ისინი?

ჯერ უნდა დაადგინოთ, რა იზიდავს ჭიანჭველებს თქვენს სახლში. ეს შესაძლოა იყოს თაფლის წვეთი ან ჭუჭყიანი კოვზი ნიჟარაში. ყოველთვის არის წყარო. შეამოწმეთ ყველაფერი, რამაც შეიძლება მოიზიდოს თქვენს სახლში ჭიანჭველები.

ჭიანჭველები ეძებენ საკვებს ფერომონების გამოყენებით. ეს ფერომონები ტოვებენ კვალს, რომელსაც სხვა ჭიანჭველები

მიჰყვებიან. აუცილებლად უნდა მოიშოროთ კვალი. ეს შეიძლება გაკეთდეს ძმრის წყალთან შერევით 1:3 თანაფარდობით. უბრალოდ შეასხურეთ ნარევი ყველგან, სადაც ჭიანჭველებს შეამჩნევთ.

თუ გადაწყვეტთ ქიმიკატების ან ტოქსინების გამოყენებას მწერების წინააღმდეგ, აირჩიეთ პროდუქტი ბორის მჟავით და ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები (ზოგიერთი ნივთიერება შეიძლება საშიში იყოს შინაური ცხოველებისთვის და პატარა ბავშვებისთვის).

ხალხური საშუალებები ჭიანჭველების წინააღმდეგ

შემოგთავაზებთ რამდენიმე ყველაზე ეფექტურ გზას ჭიანჭველების მოსაგერიებლად.

დაფქული შავი ან წითელი წიწაკა

შავი ან წითელი წიწაკა ჭიანჭველების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. ფაქტია, რომ მწერებს უკიდურესად აღიზიანებს მისი სუნი.

პიტნა

პიტნა შესანიშნავი საშუალებაა ჭიანჭველების და სხვა მწერების მოსაგერებლად, მაგალიტად კოღოების. აი, როგორ გამოვიყენოთ პიტნის ეთერზეთი:

1. შეურიეთ 10- 20 წვეთი პიტნის ეთერზეთი ორ ჭიქა წყალს და ჩაასხით პლასტმასის სპრეის ბოთლში.

2. შეასხურეთ ნარევი პლინტისებს და ფანჯრების მიმდებარედ.

3. გააშრეთ და საჭიროებისამებრ გაიმეორეთ იგივე მოქმედება.

პიტნის ზეთი შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.

შუშის გამწმენდი და თხევადი სარეცხი საშუალება

ჭიანჭველები ტოვებენ ფერომონის კვალს, რომელიც მოქმედებს როგორც რუკა. შუშის გამწმენდისა და თხევადი სარეცხი საშუალებების გამოყენების მეთოდი ხელს შეუშლის ჭიანჭველების თქვენს სახლში ხელახლა შეღწევას.
აი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს:

შეურიეთ შუშის საწმენდი და ჭურჭლის ხევადი სარეცხი საშუალება და ჩაასხით ნარევი სპრეის ბოთლში
შეასხურეთ ადგილებში, საიდანაც ჭიანჭველები შემოდიან სახლში. განაგრძეთ კითხვა...