როგორ მოვიქცეთ, რომ ბარაქის ხემ ოჯახში მართლა ფული მოგვიტანოს

ბარაქის ხე

ფულის, იგივე ბარაქის ხე დღეს თითქმის ყოველ მეორე ქართულ ოჯახში დგას. ძალიან ბევრ ადამიანს სწამს, რომ ხეს ფინანსური კეთილდღეობის მომტანი აურა აქვს. თუ თქვენც გჯერათ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

ფულის ხე მაღაზიაშიც შეიძლება შეიძინოთ, მაგრამ უმჯობესია, თუ თავად მოაშენებთ. ამისათვის ერთი ფოთოლიც საკმარისია, რომელიც, სასურველია, სხვის ხეს მალულად მოაცალოთ.

სანამ დარგავთ, 3-5 საათით გააჩერეთ და მხოლოდ შემდეგ ჩარგეთ ქოთანში. ყველაფრისგან დაზღვეული რომ იყოთ, ნარგავს თავზე მინის ქილა დააფარეთ, თუმცა დღეში ერთხელ მაინც მოხადეთ, რათა ჰაერთან შეხება ჰქონდეს. როცა ნარგავი „წამოიზრდება“, შეგიძლიათ ქილა მოაშოროთ. 

ხშირი მორწყვა არ სჭირდება, წყალი მხოლოდ მაშინ დაუსხით, როცა შეატყობთ, რომ მიწა გამოშრა. ნათელ ადგილზე მოათავსეთ, მის ფოთლებზე მზის სხივები კარგად მოქმედებს.

ფენ-შუის თანახმად, ფულის ხე ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უნდა დადგათ, იდეალურ შემთხვევაში, ფანჯრის რაფაზე. ბინის სწორედ ეს ნაწილი განსაზღვრავს ოჯახში სიმდიდრეს, ამიტომაც არის ბარაქის ხისთვის ფანჯრის რაფა ყველაზე შესაფერისი ადგილი.

ასევე ნახეთ:

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ხვიჩა კვარაცხელია წითელ ხალიჩაზე კირკოროვთან ერთად პოზირებს - მისი სტილი რუსული მედიის განხილვის თემაა

მზიანი დღეებია მოსალოდნელი, გრძელვადიანად - მეტეოროლოგი

VIDEO: სუნელებში საშიში ნივთიერებები ისევ იპოვეს - ქიმიური დანამატი, რომელიც კიბოს იწვევს