როგორ მოვამზადოთ ბავშვი, რომ სკოლაში სწავლა და პროგრამის დაძლევა გაუმარტივდეს

მოსწავლე

15 სექტემბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. ეს ეტაპი კი განსაკუთრებით საპასუხისმგებლო პირველკლასელებისთვისაა. დღეს გაგიზიარებთ ფსიქოლოგების რჩევებს, როგორ შეიძლება თქვენს შვილებს პროცესი გაუმარტივოთ და წინასწარ, დროთა განმავლობაში სწავლისთვის მოამზადოთ:

ყურადღებისა და კონცენტრაციის განვითარება


ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარი დროთა განმავლობაში გამომუშავდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ასწავლოთ ბავშვებს, რომ ბოლომდე მიიყვანონ ის, რაც დაიწყეს, შუა გზაში არასოდეს მიატოვონ და გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ. მაგალითად, სთხოვეთ, რომ დაასრულოს სათამაშოების გაწმენდა და დალაგება.

მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენის უნარი


ლოგიკური აზროვნების განვითარების მთავარი გზა შვილთან საუბარია. წიგნის კითხვისას განიხილეთ, რა მოხდა და რატომ, დარწმუნდით, რომ ბავშვს ესმის ამბის ლოგიკა. იგივე შეიძლება გაკეთდეს ფილმების/მულტფილმების ყურებისას და დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების განხილვისას. გარდა ამისა, არსებობს უამრავი დავალება, რომლებითაც შეგიძლიათ, ბავშვს მიზეზშედეგობრივი კავშირები აჩვენოთ, განიხილოთ, რა რის შემდეგ უნდა გააკეთოს. ეს უნარი მას სკოლაში პროგრამის ათვისებაში ძალიან გამოადგება.

 

აზრების გამოხატვისა და კითხვების დასმის უნარი
 
მეტყველება ბევრი კითხვითა და საუბრით ვითარდება. ამიტომაც, პატარა ასაკიდანვე, მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამოხატოს, თქვას, რა მოსწონს ან არ მოსწონს. ახსნას ფაქტები, დასვას ბევრი შეკითხვა და მოიძიოს პასუხები.

 

დამახსოვრების უნარი


შეეცადეთ, ბავშვს შესთავაზოთ სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც მას მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება. მაგალითად, მოგზაურობებისას სთხოვეთ, დაიმახსოვროს ადგილები, სად იყავით, რა წაიკითხა, ვინ იყვნენ მთავარი გმირები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, პატარა აქტივობა შესთავაზოთ: მაგალითად, აჩვენეთ 10 ნივთი, სთხოვეთ, რომ დაიმახსოვროს, შემდეგ ერთი ელემენტი ამოიღეთ. მან უნდა გამოიცნოს, რომელი ნივთი ამოიღეთ. მსგავსი აქტივობები ბავშვის მეხსიერებას აუმჯობესებს და უფრო სხარტს ხდის. ვრცლად..

ასევე ნახეთ:

ან­წლის რტო­ე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი ჯვა­რი ჩა­მო­კი­დეთ - ვანგას რჩევები ბარაქის მოსაზიდად

VIDEO: „ღამეა, ჰე, ჰე, ჰე“ - ლელა წურწუმიას ამ ვიდეომ მაყურებელი გახალისა - ნახეთ როგორ წაიკითხა სიმღერის ტექსტი ლექსად

VIDEO: „აუ, ეს იქნება მეორე კრისტი, ენას არ გააჩუმებს“- გაიცანით „პრაიმ ჰაუსში მონაწილეობის კიდევ ერთი მსურველი