როგორ გავთავისუფლდეთ შემოდგომის მელანქოლიისგან

შემოდგომა

შემოდგომა არა მხოლოდ ლამაზი პეიზაჟების, არამედ განწყობის ხშირი ცვლილების დროა. ბევრი ადამიანი გრძნობს მელანქოლიას და დეპრესიას.

5 რჩევა, თუ როგორ განთავისუფლდეთ დეპრესიისგან და გაიუმჯობესოთ განწყობა:

ნათელი ფერები

ფერებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს ცნობიერზე. ამიტომ, შემოდგომაზე დროა იყიდოთ ნათელი შარფი, ახალი ჩანთა, ქურთუკი შემოდგომის ფერებით. ეს არამხოლოდ მოდურს გახდის თქვენს ლუქს, არამედ გაგახალისებთ. დაამატეთ ფერები თქვენი სახლის დეკორაციასაც - ყვავილების ნათელი თაიგული, ხილის დაფა "მზიანი" ფერებით (ფორთოხალი, ვაშლი, გრეიფრუტი).

სუფთა ჰაერი

არაფერი შეედრება შემოდგომის წვიმების შემდეგ მიწის სურნელს. შეეცადეთ უფრო ხშირად იაროთ გარეთ, განსაკუთრებით საჯარო ბაღებსა და პარკებში. ლანჩის შესვენების დროს გაისეირნეთ გარეთ, მოიწყვეთ აივანზე მოსასვენებელი კუთხე.

ჯანმრთელობა

ფსიქოლოგები შემოდგომაზე დიეტის დაცვას არ გირჩევენ, რადგან „სიკეთეების“ შეზღუდვა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. იკვებეთ ნოყიერად და შეეცადეთ შეინარჩუნოთ სწორი კვება. განაგრძეთ კითხვა...