როგორ გავრეცხოთ პირსახოცები ისე, რომ რბილი დარჩეს - ექსპერტი რჩევები

პირსახოცი

ადამიანების უმეტესობას უყვარს ფუმფულა და რბილი პირსახოცები, თუმცა ხმარებასთან ერთად, პირსახოცი სირბილეს კარგავს. ფუმფულა თეთრი პირსახოცების რეცხვისა და გაშრობის პროცესის დიდი ნაწილი მოიცავს ტემპერატურის სწორი პარამეტრების არჩევას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურას.

"ისინი უნდა გარეცხოთ ცხელ წყალში - 60-დან 90 გრადუსამდე", - გვირჩევს ექსპერტი.

წყლის ტემპერატურა ასევე თამაშობს დიდ როლს პირსახოცების სისუფთავის შენარჩუნებაში.

"ცხელი წყალი უნარჩუნებს პირსახოცებს ნათელ ფერს და უფრო ეფექტურია ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლად", - დასძინა მაკკინმა.

ექსპერტი გვირჩევს სარეცხი საშუალებების გამოყენებას საღებავებისა და ფოსფატების გარეშე.

"ფხვნილის სარეცხი საშუალება, რომელიც უფეროა, უკეთესად აშორებს ცხიმს და მთლიანად იხსნება", - თქვა ექსპერტმა.

ასევე, იმისთვის, რომ პირსახოცი ფუმფულა დარჩეს, საჭირო არ არის დიდი რაოდენობით სარეცხი საშუალების გამოყენება. 

"ჭარბი საპონი შეიძლება დაგროვდეს პირსახოცის მარყუჟებში, რაც მათ ხისტს გახდის. ჩემი ზოგადი რჩევაა, გამოიყენოთ რეკომენდებულზე ცოტა ნაკლები სარეცხი საშუალება", - ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.

 ექსპერტი ასევე გვირჩევს გამოიყენოთ ცოტა თეთრი ძმარი გარეცხვის დროს.