პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სახლში ნესტისა და ობის გაჩენამ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ძალიან საყურადღებოა ეს საკითხი და აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ ნესტის გაჩენა მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან, მისი შემჩნევის შემთხვევაში კი სწრაფად მიიღოთ ზომები.
ნესტის გაჩენა თვალისთვის საკმაოდ მარტივად შესამჩნევია, მას არამარტო ვიზუალური გამოვლინება ახასიათებს, არამედ სუნითაც იგრძნობთ. ნესტის გაჩენა უფრო ხშირად პირველი სართულის პრობლემაა, თუმცა თუ რჩევებს არ გაითვალისწინებთ და პროვოცირებას გაუწევთ, მაღალ სართულებსაც არ დაინდობს ობის სოკო. მისი ვიზუალური გამოვლინება ყველაზე ხშირ შემთხვევებში ხდება სააბაზანოსა და სამზარეულოში, განსაკუთრებით თუ ჰაერის გამწოვი არ გაქვთ ამ წერტილებში. კედლებზე შავი ლაქები ჩნდება, წარმოიქმნება ობის სოკო, რომელიც სპორებით მრავლდება კედლის ზედაპირზე და მათი ჩასუნთქვა ფილტვებისთვის საკმაოდ სახიფათოა. სამზარეულოში, თუკი ამჩნევთ რომ მარილი და შაქარი ნესტიანდება, მუდმივად ცოტათი სველ მდგომარეობაშია, ტანსაცმელს უსიამოვნო სუნი ასდის და კარადის გამოღების დროსაც გრძნობთ ამ სპეციფიკურ სუნს, დროა დაფიქრდეთ, სახლში ობის სოკო ხომ არ გაჩნდა და მასთან ბრძოლისა და მისი თავიდან არიდების საშუალებებზე მობილიზდეთ.
სველ წერტილებში გამწოვი სისტემების დაყენება ერთერთი საშუალებაა პრევენციისთვის, კედლები და იატაკი სწრაფად აშრება და მუდმივი სისველე არ მისცემს ობს გამრავლების საშუალებას. დააყენეთ ეფექტური გათბობის სისტემები, რათა ჰაერი საფუძვლიანად გამოშრეს სახლში და არ დარჩეს ნესტიანი ზედაპირები. ის ადგილები, სადაც ტენიანობა იმატებს, სოკოს გასამრავლებლად სასათბურე პირობებს ქმნის და აუცილებელია, რომ ყურადღება არ მოადუნოთ. უმჯობესია სხვადასხვა ხერხის გამოყენება პრევენციისთვის, ვიდრე უშუალოდ ნესტთან ბრძოლა ქიმიური საშუალებებით, რადგან ეს საშუალებებიც საკმაოდ ტოქსიკურია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დაადგინოთ რა იწვევს თქვენს ბინაში ნესტის წარმოქმნას, რათა ერთხელ ამ პრობლემის აღმოფხვრა დროებითი არ აღმოჩნდეს და კვლავ არ იჩინოს თავი სამომავლოდ. ნახეთ სრულად