პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე 38 წლის გიგა გოგიას გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, 9 წლის შემდეგ გარდაცვლილის ემიგრანტი მშობლები სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ.
„გარდაიცვალა ემიგრანტი დედის და მამის შვილი, 38 წლის გიგა გოგია. გლოვობს ჩემი ქუთაისი, ნიკეას სამხედრო დასახლება. უკვე ჩაფრინდნენ საბერძნეთიდან ათენიდან მშობლები და ჩაეხუტა ემიგრანტი დედ-მამა უკვე 9 წლის მონატრებული შვილის გაყინულ სხეულს.
გიგა, იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ... მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასდროს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები...
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას, რიმა გოგიას და მამას, მურთაზ გოგიას. თანავუგრძნობთ ოჯახს, ნათესავებს მეგობრებსა და ახლობლებს.“ - წერს შოთო სიხარულიძე.