1775289655
როგორ დავლიოთ ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე
კოფეინი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სტიმულატორია, ყავა კი მისი მთავარი წყაროა. თუმცა ხსნადი ყავა შეიცავს ოდნავ ნაკლებ კოფეინს. ფინჯანი ხსნადი ყავა (ერთი ჩაის კოვზი ფხვნილით) შეიძლება შეიცავდეს 30-დან 90 მილიგრამამდე კოფეინს. როცა ერთი ფინჯანი ჩვეულებრივი ყავა 70-დან 140 მილიგრამამდე კოფეინს შეიცავს. ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული მგრძნობელობა კოფეინის მიმართ, ამიტომ ხსნადი ყავა შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი მათთვის, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით სტიმულატორების შემცირება სჭირდება.
შეიძლება თუ არა ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს?
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშრალ ფხვნილს კოვზით შეჭამთ. აკრილამიდი გვხვდება როგორც ხსნად, ისე ჩვეულებრივ ყავაში. ეს არის პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ყავის მარცვლის მოხალვისას.
ის ასევე საკმაოდ გავრცელებულია საყოფაცხოვრებო ნივთებსა და თავის მოვლის საშუალებებში. აკრილამიდის გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს ნერვული სისტემა და გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი.
რამდენი შეგიძლიათ დალიოთ ყოველდღიურად?
ეს ყველასთან ინდივიდუალურია, მაგრამ მეცნიერები გირჩევენ შეზღუდოთ 3 ჭიქამდე დღეში. დააკვირდით საკუთარ თავს და შეამცირეთ მოხმარებული კოფეინის რაოდენობა, თუ შეამჩნევთ ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს.
არ დაასხათ ხსნად ყავას ადუღებული წყალი. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 90 გრადუსი. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და როგორც კი გათეთრდება და ბუშტუკების გაჩენას დაიწყებს, გამორთეთ.
ასევე ნახეთ:
ლაშა უჩავას რეცეპტი წონის სწრაფად კლებისთვის
VIDEO: „არასდროს ივარჯიშოთ ძილის წინ, მშიერზე, უზმოდ და არც საკვების მიღებისთანავე”












