ახალგაზრდა წყვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს
1775302191
„ჩვენ გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ანრი მეტრეველმა სასტუმრო „პარაგრაფში“, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდების მოსმენა, მათი პრობლემების აღმოფხვრა და დახმარება. „ჩვენ გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ. რა საჭიროებები აქვთ მათ და რა სჭირდებათ დღევანდელ ცხოვრებაში, რომ მათთვის ცხოვრება უფრო ლაღი და ლამაზი იყოს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ათივე რეგიონი შემოვიაროთ, შევაჯამოთ პრობლემები. ამ პრობლემების შეჯამების პერიოდში, აღმოვფხვრათ ეს პრობლემები და დავეხმაროთ მათ“- განაცხადა ანრი მეტრეველმა. ცნობისთვის, შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა.