როგორ ჩაიფიქროთ სურვილი 21 ივლისს, რომ ახდეს - ეზოთერიკოსის რჩევა

ოდიშარია

21 ივლისი სურვილების ასრულების დღეა - ამ დღეს ჩაფიქრებული ყველა სურვილი ახდება.

ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მაყურებელს ურჩევს, როგორ უნდა ჩაიფიქრონ ამ დღეს სურვილი, იმისთვის, რომ ნამდვილად ახდეს. 

„კოსმოსი 21-ში არის გახსნილი. ვინც ჩაიფიქრებს სურვილს ხელაპყრობილი, გულით, ემოციით, ყველაფერი ასრულდება.

ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს დალოცვა, ანუ როცა სხვა გისურვებს სურვილს. ამიტომ დედას, მამას, ახლობელს - ვისაც გულით ჩვენს მიმართ სიკეთე აქვს, მათ ვთხოვოთ, რომ დაგვლოცონ იმ სურვილით რომელიც ჩვენ გვაქვს და აუცილებლად აგვიხდება“, -ამბობს ანზორ ოდიშარია.