როგორ ავიცილოთ თავიდან არახელსაყრელი დღეების გავლენა - ნეგატიური და პოზიტიური დღეები, მთვარის კალენდრის მიხედვით, ოქტომბრის თვეში

ახალმთვარეობა

2022 წლის ოქტომბერი სავსე იქნება ასტროლოგიური მოვლენებით, რომლებიც შესამჩნევ გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და განსაზღვრავს ამ თვის ხელსაყრელ და არახელსაყრელ დღეებს. მთვარის ფაზებიდან გამომდინარე, ადამიანებმა დიდი ხანია შეადგინეს მთვარის კალენდარი, რომლის წყალობითაც ახერხებენ თავიანთი საქმეების დაგეგმვას და თავიდან იცილებენ არახელსაყრელი დღეების გავლენას.

2022 წლის ოქტომბრის რომელი დღეებია ხელსაყრელი?
ოქტომბრის თვე იწყება მზარდი მთვარის ფაზაში, რომელიც მშვილდოსნის ნიშანშია. მზარდი მთვარის პერიოდი ხელსაყრელია მრავალი წამოწყებისთვის, ის უზრუნველყოფს ემოციურ ამაღლებას, მუხტავს პოზიტიური ენერგიით და ეხმარება ურთულესი ამოცანების გადაჭრაში. ეს შესანიშნავი დროა ნებისმიერი კრეატიული იდეის განსახორციელებლად.
მთვარე ძალას მოიმატებს სავსემთვარეობამდე, რომელიც მოსალოდნელია 9 ოქტომბერს.

10-დან 24 ოქტომბრამდე ჩვენი ღამის ციური სხეული კლების ფაზაში იქნება. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად და ახლის მოსინჯვისთვის. ასევე, კლებადი მთვარის პერიოდი ხელსაყრელია საკუთარი შეცდომების ანალიზისა და გამოსწორებისთვის. გარდა ამისა, ეს საუკეთესო პერიოდია დასვენებისთვის.

ახალი მთვარის შემდეგ, რომელიც 25 ოქტომბერს მოხდება, მზარდი მთვარის პერიოდი კვლავ დაიწყება.

ყველაზე ხელსაყრელი დღეები მზარდი და კლებადი მთვარის ფაზაში იქნება:

მოგზაურობისთვის - 3, 4, 5, 6, 10, 16, 17, 19, 25, 27, 28, 29, 31 ოქტომბერი;
ქორწილებისთვის - 1, 2, 5, 7, 8, 28 ოქტომბერი;
ექიმთან და სტომატოლოგთან ვიზიტისთვის - 1, 5, 6, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 27, 28, 29 ოქტომბერი;
ქირურგიული ოპერაციებისთვის - 7, 10, 17, 18, 22, 24, 27, 29, 30 ოქტომბერი
კოსმეტიკური პროცედურებისა და მანიკიურისთვის - 2, 3, 4, 11, 12, 21, 22, 30, 31 ოქტომბერი.
მთვარის კალენდრის რეკომენდაციების დაცვით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მრავალი პრობლემა და წარმართოთ თქვენი ცხოვრება პოზიტიური მიმართულებით.

რა არახელსაყრელი დღეებია მოსალოდნელი 2022 წლის ოქტომბერში და რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეებში?

ყოველი თვის ყველაზე არახელსაყრელ დღეებად ითვლება სავსე მთვარე და ახალი მთვარე, ცალკეული შეზღუდვები არსებობს პირველი კვარატლისა და მესამე კვარტალის ფაზებში. ამ დღეებში უმჯობესია, თავი აარიდოთ საქმიანობებს და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.

ამ თვეში სავსე მთვარე იქნება 9 ოქტომბერს. მთვარე ამ პერიოდში ვერძის ნიშანში იქნება, რამაც შესაძლოა, გარკვეული საკითხების გადაწყვეტის დაჩქარება გიბიძგოთ. ეს არ უნდა გააკეთოთ, რადგან კარგი არაფერი გამოვა. უმჯობესია, ეს დღე დასვენებას დაუთმოთ.
ოქტომბერში ახალი მთვარე მოსალოდნელია 25-ში, როცა მთვარე მორიელის ნიშანში იქნება. რთული დღეა, რომლის ენერგიაც საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგებთ, თუმცა უმჯობესია, ყველაფერი მეორე დღისთვის გადადოთ.

საშიში დღეებია აგრეთვე მთვარის და მზის დაბნელების დღეები, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობის პერიოდი, რომლის დროსაც ნებისმიერი აქტივობა უნდა შეიზღუდოს. 25 ოქტომბერს მორიელში მზის ნაწილობრივი დაბნელება იქნება, რის შემდეგაც დაბნელების დერეფანში შევალთ. ეს არის ეგრეთ წოდებული კარმული დერეფნის პერიოდი, რომელიც გვიხსნის შესაძლებლობას შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ამრიგად, ოქტომბრის არახელსაყრელი დღეებია:

სავსე მთვარე - 9 ოქტომბერი;
ახალი მთვარე - 25 ოქტომბერი;
მზის დაბნელების დღეა 25 ოქტომბერი.
დაბნელების დერეფნისა და რეტროგრადული მარსის პერიოდს შეიძლება ეწოდოს ნეიტრალური პერიოდი, რადგან ამ დღეებში ზოგიერთი რამ წარმატებით შეიძლება განხორციელდეს, ზოგს კი მცირე შეზღუდვები აქვს:

დაბნელების დერეფანი - 25 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე; მარსის რეტროგრადული მოძრაობა - 30 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე.