„არ შეიძინოთ ასეთი ხორცი და თევზი!“ - სურსათის სააგენტოს საგანგებო მიმართვა

ხორცი

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, პროდუქტებისა და სურსათის შერჩევის თემა ადამიანებისათვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხია და, რა თქმა უნდა, ფასთან ერთად, ხარისხიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში კი ყველაზე პოპულარული პროდუქტები ხორცი და თევზეულია.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს კონკრეტული რჩევით მიმართავს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ. პროდუქტების შერჩევისას და რეკომენდაციებს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

👉 ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი წითელი შეფერილობა.
👉 ძროხისა და ცხვრის ხორცი ჟოლოსფერ-წითელი შეფერილობის უნდა იყოს, ხბოს ხორცი - ვარდისფერი, ღორის ხორცი - ღია წითლიდან მოვარდისფრო-მონაცრისფრო შეფერილობის.
👉 ძროხის ცხიმი უნდა იყოს მოყვითალო შეფერილობის, მაგარი კონსისტენციის. ცხვრის ცხიმი მკრთალი ფერის, მაგარი უნდა იყოს. ღორის ცხიმი კი - თეთრი, ერთგვაროვანი.
👉 ხორცის ზედაპირზე ე.წ. "სიმშრალის ქერქი" უნდა იყოს წარმოქმნილი. თითის დაჭერისას წარმოქმნილი ფოსო სწრაფად უნდა გასწორდეს.
👉 ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები, გარქოვანებული ნაწილები, ლორწო.


სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ შეიძინონ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც შენახვისა და რეალიზაციის პირობები დაცული არ არის.

რაც შეეხება თევზეულს, უმჯობესია, თუ შემდეგ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ:

👉 არ შეიძინოთ თევზი, თუ მძაფრი, არაბუნებრივი სუნი აქვს. ასეთი თევზი საკვებად უვარგისია.
👉 დააკვირდით თევზის თვალებს: ახალი თევზის თვალები და რქოვანა ამოწეული და გამჭვირვალეა. თუ თვალები 👉 ჩაცვენილი და მღვრიეა, ასეთი თევზის შეძენა რეკომენდებული არ არის.
👉 თევზის ქერცლი უნდა იყოს მბზინვარე და ოდნავ გაუფერულებული, აუცილებელია, მჭიდროდ ეკვროდეს სხეულს.
👉 საკვებად ვარგისი თევზის ფერი მის ბუნებრივ შეფერილობას უნდა შეესაბამებოდეს და არ უნდა იყოს დაფარული მღვრიე ლორწოთი.
👉 თევზის ლაყუჩები წითელი ფერის უნდა იყოს. ლაყუჩების სახურავი მჭიდროდ უნდა ფარავდეს ლაყუჩების ღრუს.
თუ ლაყუჩები წამოწეული და მუქია, ასეთი თევზი ძველია.
👉 არ შეიძინოთ თევზი, თუ სხეულზე ზურგის კუნთების მიდამოში თითის დაჭერისას გაჩენილი ფოსო არ ქრება.

👉ხორცი ადვილად სცილდება ძვლებს და იშლება. ახალი თევზის ხორცს მკვრივი კონსისტენცია აქვს და თითის დაჭერისას გაჩენილი ფოსო უმალვე ივსება.