რატომ უნდა ჩავიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შოპინგის დროს და დავღეჭოთ მენთოლიანი საღეჭი რეზინი

შოპინგი

შოპინგი რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამასთანავე, კვლევებით დამტკიცებულია, რომ საყიდლებზე სიარულის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით ენდორფინს ანუ ბედნიერების ჰორმონს გამოყოფს. თუმცა, რაოდენ სასიამოვნო შეგრძნებებითაც არ უნდა იყოს ეს პროცესი დატვირთული - ის ხშირად დიდ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. ამიტომ, თითქმის ყველა შოპინგის მოყვარულს  მუდმივად ერთი შეკითხვა აწუხებს - როგორ ვიყიდოთ სასურველი ნივთები ისე, რომ დიდი რაოდენობით თანხის გადახდა არ დაგვჭირდეს..
 
ხრიკების  რომლებიც შოპინგის დროს ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ.....
 
1.ჩაიცვით ქუსლიანი ფეხსაცმელი
 
ექსპერტები გირჩევენ, რომ შოპინგზე წასვლის დროს რაც შეიძლება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვათ.  ბრიტანეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საყიდლების დროს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებენ, ბევრი ნივთის შეძენას თავს არიდებენ - რადგან არ უნდათ დატვირთულებმა იარონ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული არც ისე კომფორტულია, შესაბამისად ადამიანებიც დილობენ, რაც შეიძლება ნაკლები მანძილი გაიარონ.
 
2. დალიეთ წყალი შოპინგის წინ
 
ექსპერტების თქმით, ხარჯების შესამცირებლად  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი შოპინგის წინ დიდი რაოდენობით წყლის დალევაა. ნიდერლანდებში ჩატარებული კლევის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში თავს უფრო დანაყრებულად იგრძნობთ - მადაც დაქვეითდება და არასაჭირო პროდუქტების ყიდვას თავიდან აიცილებთ.
 
3. დაღეჭეთ მწარე საღეჭი რეზინი შოპინგის დროს
 
ალბათ, თქვენც არაერთხელ შეუტყუებიხართ  მაღაზიიდან ან საცხობიდან გამომავალ სურნელს შიგნით - ეს შემთხვევითობა სულაც არაა.  მომხმარებლების მოსაზიდად ამ ხერხს ხშირად მიმართავენ სავაჭრო ობიექტების მფლობელები. კვლევებით დადასტურებულია, რომ სასიამოვნო სურნელს ადამიანის გონებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ასე მაგალითად: შეიძლება სულაც არ გინდოდეთ ყავის მირთმევა, თუმცა საწვავის ჩასასხმელად გაჩერებულს - ახლოს მდებარე ობიექტიდან გამომავალმა ყავის არომატმა მისი ყიდვის სურვილი გაგიჩინოთ.
მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ექსპერტები გირჩევენ, შოპინგზე წასვლის წინ მენთოლიანი საღეჭი რეზინა დაღეჭოთ. მათი თქმით,  მენთოლი სურნელის შეგრძნებას დააქვეითებს და  არასასურველი პროდუქტების შეძენას თავიდან აგაცილებთ.
 
4. შექმენით ახალი ელექტრონული ფოსტები
 
თუ ონლაინ შოპინგის მოყვარული ხართ - მაშინ, კარგი იქნება თუ თქვენთვის სასურველ ვებგვერდებზე შესასვლელად ახალ-ახალ ელექტრონულ ფოსტებს გამოიყენებთ. საქმე ისაა, რომა ხლად დარეგისტირებულ მომხმარებლებს მაღაზიები პირველად, ერთჯერად ფასდაკლებებს ხშირად სთავაზობენ. ასე რომ, ამ ნაბიჯით თქვენთვის სასურველი ნივთისა თუ პროდუქტის შეძენას20%-ით უფრო დაბალ ფასად შეიძენთ.
 
5. ატარეთ საკუთარი შოპინგის ჩანთა
 
შეიძლება ამისთვის ყურადღება აქამდე არ მიგიქცევიათ და გიფიქრიათ, რომ ცელოფნის შეძენას რამდენიმე თეთრად შეძლებთ, ამიტომ რატომ უნდა შეიწუხოთ ზედმეტად თავი. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი თანხა დაგიჯდებათ. ამიტომ, კარგი იქნებ თუ თან შოპინგის ჩანთას ყოველთვის ატარებთ.
 
6. არჩევანი ხალხმრავალ მაღაზიებზე შეაჩერეთ
 
ასევე, ექსპერტები გირჩევენ, რომ არჩევანი ხალხმრავალ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებზე შეაჩეროთ. საქმე ისაა, რომ ასეთ სიტუაციაში (როდესაც ირგვლივ ბევრი ადამიანია) ყველაფრის დათვალიერებას ვერ მოახერხებთ - თან შეიძლება დიდხანს სიარულიც დაგეზაროთ. შესაბამისად, ასე არასაჭირო ნივთების შეძენას თავიდან აირიდებთ. 
 
7. გარკვეული რაოდენობის თანხა
 
თუ გიჭირით იმის კონტროლი, თუ რამდენს ხარჯავთ საყიდლებში - მაშინ უმჯობესი იქნება, თუ შოპინგზე გარკვეული რაოდენობის თანხას წაიღებთ. მაგალითად 100-150 ლარს. შედეგად, სურვილიც რომ გქონდეთ მეტი ფული გადაიხადოთ, ამის საშუალება  ფიზიკურად არ გექნებათ.
 
 
8. არ გაესაუბროთ მაღაზიის კონსულტანტებს
 
ალბათ არაერთხელ შეხვედრიხართ მაღაზიაში კონსულტანტებს, რომლებიც გარკვეულ სექციებში ფასდაკლებებს გთავაზობენ.  ექსპერტები  მათთან ზედმეტი კომუნიკაციის დამყარებას არ გირჩევენ. მათი თქმით, კონსულტანტები ხშირად არასაჭირო ნივთების ყიდვისკენ გვიბიძგებენ ასე რომ - თუ ზედმეტი ხარჯი არ გინდათ, უმჯობესი იქნება თუ მათთან საუბარს თავს აარიდებთ. 
 

 
9.  არ მოგატყუოთ ე.წ. მომხიბვლელმა ფასებმა ( 6.99 -7.99)
 
მაღაზიები ხშირად მიმართავენ ტექნიკას, რომელიც მომხიბვლელი ფასების სახელწოდებითაა ცნობილი.  აი მაგალითად, როდესაც შედიხართ კონკრეტულ ობიექტში ალბათ ხშირად გინახავთ ფასების ამგვარი განლაგება - 3 ლარი და 99 თეთრი, 5 ლარი და 99 თეთრი...

ამ დროს ყურადღებას წინ მდებარე ციფრი იქცევს და ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ნივთი ბევრად ნაკლები ღირს - აი მაგალითად : თუ წერია 6 ლარი და 99 თეთრი -  ჩვენს გონებაში მისი ფასი 6 ლარია, როდესაც რეალური ღირებულება 7 ლარს შეადგენს. მსგავსი ტიპის ტექნიკების გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მოგებიანია სავაჭრო ობიექტებისთვის, ამიტომ ნუ შეცდებით.
 
 
 10.  „ბოლო ერთეულია დარჩენილი"
 
ექსპერტები გირჩევენ არ დაუჯეროთ ფრაზას - „ბოლო ერთეულებია დარჩენილი“ ან ფასდაკლება იმოქმედებს მხოლოდ 3  ან რამდენიმე დღით.  მაღაზიების მფლობელებს საკმაოდ კარგად აქვთ შესწავლილი ადამიანი ფსიქოლოგია - ამიტომ იდეალურად იციან, თუ როგორ მოქმედებს მსგავსი სიტყვები ადამიანებზე და მათ იმპულსური გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. 
 
11.  „იყიდეთ ერთი მიიღეთ მეორე საჩუქრად"
 
კიდევ ერთი მარკეტინგული ხრიკი, რომელსაც მაღაზიები ხშირად იყენებენ, არის ფრაზა „იყიდეთ ერთი მიიღეთ მეორე საჩუქრად“. სავაჭრო ობიექტების მფლობელებს კარგად აქვთ გააზრებული თუ რამხელა გავლენას მომხმარებლებზე სიტყვა - საჩუქარი..  ადამიანებს ჰგონიათ, რომ ერთის ფასად 2 ნივთს ყიდულობენ- რეალურად კი ასე არაა.. როგორც ექსპერტები ამბობენ, ფასი, რომელიც ასეთ შეთავაზებებს ადევს უფრო მაღალია ვიდრე აღნიშნული 2 ნივთი ცალ-ცალკე რომ შეიძინოთ... მფლობელებმა კარგად იციან ისიც, რომ ამას არავინ გადაამოწმებს - ამიტომ ამ ხრიკს კარგად იყენებენ.
 
 
12.  არ შეგაცნდინოთ ნივთის ან პროდუქტის ზომამ ხშირად თაროებზე გვერდიგვერდ ორი იდენტური, განსხვავებული ზომის (ერთი დიდი, მეორე პატარა ) პროდუქტია განთავსებული -  მათ შორის ფასში სხვაობა კი საკმაოდ მცირეა.. ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ ჯობს მაგალითად: მოზრდილი მოცულობის შამპუნი  შეიძინოს, რადგან ფიქრობს, რომ მასში უფრო მეტი სითხე ასხია.. სინამდვილეში კი როგორც ირკვევა ეს ყველაფერი სიცრუეა. ექსპერტები ამბობენ, რომ კომპანიები მათში ერთი და იგივე მოცულობის პროდუქტს ათავსებენ, ხოლო მოცულობას სხვა საშუალებების გამოყენებით ზრდიან - მაგალითად: ძირის გასქელებით და.ა.შ.