„თბილ ამინდებს ზამთრის სუსხიანი დღეები ჩაანაცვლებს“ - დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1764092231
ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი NOS სოციალურ ქსელ X-ზე ამბების გამოქვეყნებას წყვეტს. როგორც მედიასაშუალების განცხადებაშია აღნიშნული, მას არ სურს, ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.
„პლატფორმა აღარ შეესაბამება ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, როგორ გვსურს ახალი ამბების წარდგენა სოციალურ მედიაში“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
„X-ში სიძულვილით სავსე პასუხებისა და დეზინფორმაციის რაოდენობა დიდი და შეუზღუდავია. მათ შორის ჩვენივე შეტყობინებების ქვეშ, რაც გვაიძულებს, უნებლიედ ხელი შევუწყოთ მათ გავრცელებას“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ილონ მასკის კუთვნილ სოციალურ ქსელ X-ზე NOS-ის ანგარიშს 2,4 მილიონი გამომწერი ჰყავს. ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ გააგრძელებს მუშაობას სხვა პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok, Instagram, YouTube და WhatsApp.
X-ს ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ 2022 წელს მასკის მიერ პლატფორმის შეძენის შემდეგ, კონტენტის მოდერაციისადმი მისმა მიდგომამ სიცრუისა და სიძულვილის ენის გავრცელება დასაშვები გახადა. მასკი აცხადებს, რომ ის სიტყვის თავისუფლებას იცავს. ერთი წლის წინ, ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა დატოვა X, რის მიზეზად „შემაშფოთებელი კონტენტი“, მათ შორის რასიზმი და შეთქმულების თეორიები დაასახელა. აშშ-ის ეროვნულმა საზოგადოებრივმა რადიომ 2023 წლის აპრილში შეწყვიტა X-ზე (მაშინდელ Twitter-ზე) პოსტების გამოქვეყნება.