შალვა პაპუაშვილი კაია კალასთან შეხვედრაზე მარკო რუბიოს უარის შესახებ: ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლობიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გამოცემა „პოლიტიკო“-ს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს აცხადებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე.

„ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლობიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული", - წერს შალვა პაპუაშვილი.