რატომ არ უნდა გადააგდოთ ბანანის ქერქი - ვიტამინების საბადო ყოფილა

ბანანი

ბანანის ქერქის ნაგვის ურნაში გადაგდება არავის უკვირს, ეს ჩვეული ამბავია, თუმცა თურმე ეს ნაგავი კი არა, ნამდვილი ვიტამინების საბადო ყოფილა, რომლის გამოყენებაც ბევრ რამეში არის შესაძლებელი. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეფექტურად ბანანის ქერქი.

პრიალა ფეხსაცმელი
საყვარელი ტყავის ფეხსაცმელი უბრალოდ იპრიალებს, თუ მას ბანანის ქერქით გაწმენდთ.

სუფთა ჭურჭელი
ბანანის ქერქი თქვენს ვერცხლის ჭურჭელს, დანა-ანგალს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს და გაათეთრებს. ხილის მჟავის წყალობით, გაწმენდიდან სულ ცოტა ხანში ეფექტი თვალსაჩინო იქნება.

ჯანმრთელი მცენარეები

იმისათვის, რომ ოთახის მცენარე ჯანმრთელი იყოს, მის ნიადაგს გამდიდრება სჭირდება, განსაკუთრებით ზამთრის შემდეგ, საამისოდ ბანანის ქერქი უბრალოდ შეუცვლელია. დაჭერით ქერქი პატარ-პატარა ნაწილებად და უბრალოდ მოათავსეთ ნიადაგში. შედეგი გაგაოცებთ. წაიკითხეთ სრულად